საზაფხულო
სკოლის მოწყობის იდეა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა . კერძოდ, იმან, რომ მოსწავლეებს გაეტარებინათ დასვენების გარკვეული დღეები საქმიანად და ხალისიანად ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ არაფორმალური განათლება ქმედითი ცოდნის ხარისხსა და მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს უკავშირდება.ასეთ შემთხვევაში უკეთ აქტიურდება ახალგაზრდების შინაგანი ძალები.
2018-19 სასწავლო წლის დამთავრებისთანავე 12.06-22.06 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო საზაფხულო სკოლამ,რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა,მოსწავლეთა ზოგადი განათლების გაღრმავება
და ინტელექტუალური რესურსის რეალიზაცია,
უნარების განვითარება საგანმანათლებლო ფილმების ჩვენებით
/დისკუსიის მეშვეობით, . რომლის მუშაობის პერიოდი განისაზღვრა 10 დღე.
მუშაობის დაწყებამდე გამოქვეყნდა
სკოლის სოციალურ ქსელში განცხადება
,რომელზეც მოსწავლეებს მოუწოდებდა გაევლოთ რეგისტრაცია და აგრეთვე ,სკოლას
გავუგზავნე განაცხადი საზაფხულო სკოლის დაშვების /მიღების, ფართის დათმობის
შესახებ მოთხოვნა.
მოსწავლეთა,სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო გამოხმაურება მოჰყვა და სკოლაში ჩარიცხვის სურვილი უამრავმა
მოსწავლემ გამოთქვა
სწავლების სამივე საფეხურიდან.გავითვალისწინე
მოსწავლეთა ასაკობრიობა,ფილმის
თემები და ჩვენებები დავაჯუფე მათი ასაკის გათვალისწინებით.
საზაფხულო სკოლის აქტუალურობა და მნიშვნელობა იყო ის, რომ ზაფხულის
არდადეგების პერიოდი საინტერესო
და ნაყოფიერი ყოფილიყო მოსწავლეებისათვის , როგორც ინტელექტუალური,
ისე ფიზიკური და ემოციური თვალსაზრისით.
სკოლაში ჩარიცხული ბავშვები შორის ჩამოყალიბდა
კარგი ,პოზიტიური ურთიერთობა და
ჩამოყალიბდა მეგობრული
გარემო. მიუხედავად
,იმისა რომ ასაკობრივად სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ საზაფხულო
სკოლაში ,მათთან ერთად მივიღე სიფრთხილის ზომები. კერძოდ: მოსწავლეებთან ერთად შევქმენით
სკოლაში ქცევის წესები,,
ჩვენი კონსტიტუცია’’, რომლის
დაცვაც მართებდა ყველა მონაწილეს.
საზაფხულო სკოლის ფუნქციონირებისათვის წინასწარ შემუშავებული მქონდა სამუშაო პროგრამა.გადანაწილებული მქონდა, დავგეგმე ყოველი სამუშაო დღე , სადაც გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები.აქტივობებში,რომელიც ძირითადად მოიცავდა ფილმების ჩვენება/განხილვას;დისკუსია-ჩანახატების გაკეთებას,არგუმეტალურ მსჯელობას, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობებს,ფიზიკური აქტივობების
,ენერჯაიზერების შესრულებას.
საზაფხულო სკოლის შეხვედრებზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა კლასიკური,სხვადასხვა ჟანრის ფილმები ,რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე , დისკუსიის თუ სხვა უნარების განვითარებაზე .
მაგალითად: ფილმები (ბიჭუნა ზოლიან სამოსში'',,, ცხოვრება მშვენიერის'') ,რომელთა ჩვენებაც მოხდა საზაფხულო სკოლაში ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელ ხალხთა დევნას ,მათ დისკრიმინაციას,გენოციდს.დისკუსის დროს მოსწავლეები საუბრობდნენ იმ სისასტიკეზე, რაც ებრაელთა და არა მარტო ებრაელთა დევნას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომის დროს ,შემდგომ გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და საუბრობდნენ ადამიანის თანასწორუფლებიანობაზე. აქტივობების განხორციელების ბოლოს მათ გამოუმუშავდათ ემპათიის
განცდის , არგუმენტალური მსჯელობის, ,კომუნიკაციის,სხვა ეროვნების ადამიანების დაფასების ,მათი კულტურის
,ღირებულებეის დაფასების უნარ-ჩვევები.
მუშაობის დროს გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, იყო შემთხვევები როდესაც მოსწავლეები არღვევდნენ დისციპლინას. უჭირდათ ფილმების ჩვენების პროცესში
ყურადღების კონცენტრაცია ,დისკუსიის დროს ზოგჯერ იყო ქაოსური მდგომარეობა.მე მათ მოვუწოდებდი წესების
დაცვაზე და ვუთითებდი დაეცვათ ,, ჩვენი
კონსტიტუციაში ’’ ჩაწერილი წესები .
შემდგომ პროგრამის დაგეგმისას გავითვალისწინებ ,რომ შევარჩიო უფრო მცირე ზომის
ფილმები, ენერჯაიზერები გადავიტანო ბოლოსკენ ,რაგანაც შემდეგ უჭირთ
მოსწავლეებს ეიფორიიდან გამოსვალა და დისკუსიისას სერიოზულ თემაზე გადართვა.
.
No comments:
Post a Comment