Sunday, April 21, 2019



კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ, ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს. ამ დღეს ოგიუსტ და ლუი ლიუმერებმა სინემატოგრაფის, ანუ ,,ცოცხალი ფოტოგრაფიისსადემონსტრაციო სტაციონარი გახსნეს პარიზის ,,გრანდკაფეში”.
შეიძლება ითქვას, რომ ლუმიერებს ნამდვილად გაუმართლათ. ყველა აღმოჩენას, ყველაზე უბრალოსაც კი, დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. კინოს გამოგონებაზეც დიდხანს მუშაობდნენ მეცნიერები, მაგრამ ლუმიერებმა სხვა მეცნიერების გამოგონებების სრულყოფილ ვარიანტს ჩასჭიდეს ხელი და უახლოეს მომავალში შედეგსაც მიაღწიესამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.
პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.
ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…
მათ შექმნეს საკუთარი აპარატი ,,სინემატოგრაფი”, რაზეც 1895 წელსვე მიიღეს პატენტი. ასეთი პატენტი, არანაკლებ სრულყოფილი, სხვა ავტორებსაც ჰქონდათ და სწორედ ეს ხდის სადავოს ლუმიერების კინემატოგრაფის ავტორებად გამოცხადებას. მიუხედავად ამ დავისა, ჯერჯერობით კინემატოგრაფიის ისტორიის დასაწყისი სწორედ მათ უკავშირდება.
ლიუმიერებს თავიდან არც უფიქრიათ, რომ მათი გამოგნება ხელოვნების ახალი დარგი იყო. ისინი კინემატოგრაფს მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.
ილუზიონისტური თეარის მფლობელმა, . მელიესმა თავიდანვე შეამჩნია ახალი გამოგონების დიდი პერსპექტივა და საკუთარ წარმოდგენებში ჩართო ეს ,,ტექნიკური საოცრება”. ამიტომ კინოხელოვნების ფუძემდებელთა შორის მას ერთ-ერთ პირველს მოიხსენიებენ ხოლმე.



"მუნჯი" კინო

კინოხელოვნება თავდაპირველად უხმო იყო, მაგრამ ,,დიდმა მუნჯმა”, როგორც მას უწოდეს, სულ რათაც სამი ათეული წლის განმვალობაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის 12 საუკეთესო ფილმს შორის, რომელიც 1958 წელს დაასახელეს, 9 მუნჯი ფილმი იყო  

მუნჯი ფილმი, ისე როგორც თავად კინემატოგრაფი, ერთბაშად არ შექმნილა. კინოს დაბადების (1895 ) შემდეგ დიდმა დრომ გავლო და 1916 წელს შეიქმნა პირველი მუნჯური ფილმი. ეს იყო ამერიკელი რეჟისორის, . გრიფიტის ფილმი ,,მოუთმენლობა”. შეიძლება ითქვას, რომ კინოხელოვნების განვითარების ყველა ნაბიჯი ტექნიკის წინსვლასთან არის პირდაპირ კავშირში.

1914 წელს, . გრიფიტმა პირველად გამოიყენა ფილმში ,,ერის დაბადებატიტრები, რაც სიტყვების მაგივრობას წევდა. მაგრამ ტიტრი ვერ შეცვლიდა სიტყვას. ფილმში შემოსულმა სცენებმა, დიალოგებმა და ადამიანურმა უერთიერტობებმა სიტყვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი



საინტერესოა, რომ აპარატი, როომელსაც შეეძლო გადაეჭრა ხმის პრობლემა, ჯერ კიდევ 1906 წელს .ლოსტმა გამოიყენა, თუმცა ვერ ხდებოდა მისი გამოყენება, რადგან ვერ ხერხდებოდა ხმისა და კადრების სინქრონში გადმოცემა. ამიტომ, ხმამ ცოტა დააგვიანდა და ,,დიდი მუნჯი” 1927-1929 წლებში ალაპარაკდა. ხმის გამოგონება თავდაპირველად ცუდად იქნა აღქმული. ჩარლი ჩაპლინი ეწინააღმდეგებოდა ხმას. მას სიტყვა ,,კინოს თვითმკვლელობადმიაჩნდა. თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, ხმა და სიტყვა კინოს განუყოფელ ნაწილად იქცა. ხმოვანი ფილმი გზას იკვალავდა და დღემდე განაგრძობს წინსვლას

პირველი ხმოვანი ფილმი იყო1927 წელს გადაღებული "ჯაზის მომღერალი" .
რაც შეეხება ფერად ფილმებს, პირველი ასეთი ფილმის გადაღების მცდელობა იყო 1922 წელს, მაგრამ მასში მხოლოდ წითელ-მწვანე ფერები გამოიყო, ამდენად მაყურებელზე გამაოგნებელი ეფექტი არ მოუხდენია. პირველი ფილმი რომელიც ფერადად გამოჩნდა ეკრანზე იყო 1934 წელს გამოსული "კუკარაჩა".











კინოს დაბადების თარიღად 1895 წელს მიიჩნევენ , ზოგჯერ კინოს დაბადების დღესაც მიუთითებენ – 1895 წლის 28 დეკემბერს . ამ დღეს ...